საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA აგრძელებს პროფესიულ განათლებაში შემოსვლის მსურველთა მხარდაჭერას, სწორედ ამ მიზნით:
მიმდინარე წლის 17 ივნისს აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა დისტანციური ტრენინგი თემაზე:
,,კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლება და შეფასება პროფესიულ განათლებაში’’
ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა ნათელა ჩაჩუამ ისაუბრა:
კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლებისა და შეფასების არსზე
კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასების მიდგომებსა და მეთოდებზე
შეფასების ტიპებზე
შეფასების მიმართულებებზე
შეფასების პრინციპებზე
,მოდულის სტრუქტურაზე
შეფასების ინსტრუმენტის შემუშავებაზე
შეფასების ინსტრუმენტის ვალიდაციაზე
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა თეა მაისურაძემ დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოების შესახებ.