კონფერენცია

კონფერენცია

2018 წლის 26-27 აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პარტნიორმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ – ეკონომიკისა და კულტურის უნივერსიტეტმა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა თემაზე: „არსებული ტენდენციები ეკონომიკაში, კულტურასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში“. კონფერენციაში მონაწილეობდა აკადემიის მოწვეული სპეციალისტი, პროფესორი ქ-ნ ნინო მუშკუდიანი, რომელმაც წარადგინა თემა „ელექტრონული გადახდების განვითარება საქართველოში“.