2018 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ (საჭიროება/კვალიფიკაცია/დასაქმება), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბიზნეს-სექტორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, დარგობრივი ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
კონფერენციის მიზანი დუალური პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ საკითხზე ბიზნესის ჩართულობით მაღალი რანგის დისკუსიის გამართვა იყო.
კონფერენცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო“ შემაჯამებელი ღონისძიება იყო.
კონფერენციის „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ მიმდინარეობისას გაიმართა 3 პანელური დისკუსია, III პანელი ბიზნესისა და პროფესიული კოლეჯების თანამშრომლობა, მონაწილეობას იღებდა, საკორდინაციო საბჭოს წევრი, საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA-ის დირქეტორი, ქალბატონი ია ერაძე. რომელმაც საზოგადოებას ბიზნესისა და თანამშრომლობის კარგი მაგალითების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.