2017 წლის 8 დეკემბერს, ტექნოპარკში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „ ბიზნეს თამაშები როგორც ინოვაციური მიდგომა სამეწარმეო უნარების განვითარებისათვის“ .
კონფერენციაზე საუბარი იყო ევროპაში ახალგაზრდების დასაქმებაზე, განსაკუთრებით კი რეგიონებში. ამ საკითხთან დაკავშირებით, გაზიარებული იქნა ლიტვის გამოცდილება, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ევროკავშირის ინიციატივებში. ძირითადი აქცენტები გაკეთდა ეფექტურ ინსტრუმენტებსა და სიმულაციებზე, რომელიც გამოიყენება სამეწარმეო უნარების განვითარებაზე, რაც დაეხმარება ინდივიდებს თუ ორგანიზაციებს მათ ძირითად საქმიანობაში.
კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი, ქალბატონმა შორენა ხუბუნაია.