მიმდინარე წლის 25 თებერვალს, კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ გასული წლის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას რაიონში მცხოვრები მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საჯარო სკოლებისა და ბაღების დირექტორები ესწრებოდნენ. მათ შორის საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე.
პრეზენტაციაზე 2018 წლის ანგარიშთან ერთად, გამგებელმა დამსწრე საზოგადებას 2019 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტებიც გააცნო.