მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში მასტერკლასი „სიმდიდრის ფსიქოლოგია“ ჩატარდა, რომელსაც უძღვებოდა დოქტორი, პირადი და ორგანიზაციული განვითარების მრჩეველი, ბატონი ალი რუჯარნეჯადი.
აკადემიის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ბატონმა ალიმ წარმატებისა და გამდიდრებისთვის საინტერესო რჩევები მისცა . ტრენერის თქმით,დევიზი რომელიც გაგვხდის მდიდარ ადამიანად შემდეგია : ’’აირჩიე ისეთი მისაბაძი პიროვნება ვისი მსგავსიც გინდა გახდე და ჩამოიყალიბე მსგავსი ფულის გეგმა.“
მან აქცენტი გააკეთა პიროვნების შინაგან მდგომარეობაზე , ადამიანის კომფორტის ზონიდან გამოსვლაზე. ასევე, ისაუბრა პიროვნებიოს პასუხისმგებლობაზე, რომ ადამიანი თავად არის თავისი ცხოვრებისა და წარმატების მაკონტროლებელი.
მასტერკლასმა საინტერესოდ ჩაიარა და დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებისგან. დასასულს, საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ს რექტორმა ბატონმა კახაბერ ერაძემ ბატონ ალი რუჯარნეჯადს მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ასევე, განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.