მიმდინარე წლის19მაისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „ბიზნესის განვითარება გლობალური ეკონომიკის პირობებში“ ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ასევე საბაკალავრო და პროფესიული პროგრამების სტუდენტები.
კონფერენციის თემატიკა შემდეგ მიმართულებებს შეეხებოდა:
1. ფინანსური პოლიტიკა, თანამედროვე პრობლემები და პერსპექტივები
2. მარკეტინგისა და მენეჯმენტის თანამედროვე ასპექტები სამეწარმეო საქმიანობაში
3. სოციალურ-კულტურული კომუნიკაციის განვითარების ასპექტები გლობალიზაციის პირობებში
4. განათლების სისტემის განვითარების პრობლემები
5. ბიზნესის განვითარების პრობლემები
6. ბიზნესის რეგულირების სამართლებრივი პრობლემები
7. საინფორმაციო ტექნოლოგიების, მათემატიკური მეთოდებისა და მოდელების გამოყენება ეკონომიკასა და ბიზნესში.
კონფერენციას ესწრებოდნენ აკადემიის პარტნიორები, ლატვიის სამართლის კოლეჯის წარმომადგენლები, რომლებმაც მოხსენება გააკეთეს ლატვიის უმაღლესი განათლების მოკლე ციკლის შესახებ. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ სტუმრები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსი, ბ-ნი ნუგზარ ჩიტაია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ხარისხის ცენტრის წარმომადგენლები, ქ-ნები ნანი დალაქიშვილი და ნინო ხითარიშვილი, ევროსაბჭოს ბიზნესგაერთიანების წარმომადგენელი და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე, ბ-ნი თამაზ თურმაიძე.
კონფერენცია საინტერესოდ, ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო სერტიფიკატები, დასასრულს, ტრადიციულად საკუთარი ხელმოწერები დატოვეს კონფერენციის ბანერზე, რომელიც აკადემიის ისტორიის ნაწილი გახდება.