მიმდინარე წლის 30 მარტს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში პროფესიული მომზადების/ პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დაესწრო კურსდმათავრებულთა ერთი ნაკადი.
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა აკადემიის მიერ შემუშავებული ნაკადების მართვის გეგმის შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც ექვსი მოკლევადიანი პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სერტიფიკატის დანართები გადაეცათ.
აკადემიის დირექტორმა მიულოცა კურსდამთავრებულებს პროგრამების წარმატებით დასრულება, ისაუბრა მათი დასაქმების შესაძლებლობებზე და აკადემიის შეთავაზებებზე.
ღონისძიების ბოლოს კურსდამთავრებულებს აკადემიისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.