დღეს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში პროფესიული მომზადების/ პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა 2021 წლის 30 და 31 მარტს აკადემიის მიერ შემუშავებული ნაკადების მართვის გეგმის შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც ცხრა მოკლევადიანი პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სერტიფიკატის დანართები გადაეცათ.
აკადემიამ წარმატებით განახორციელა აღნიშნული მოკლევადიანი პროგრამები, კურსდამთვრებულებს გადასცა სიმბოლური საჩუქრები და გამოუცხადა მხარდაჭერა სამომავლოდ დასაქმების კუთხით.