მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს საქართვლოს ბიზნესის აკადემია -SBA-ში გაიმართა ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა- „მომავლის ბიზნესმენების“ ფინალური შეხვედრა, რომელიც მოეწყო სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია- SEPIA -ს ორგანიზებით. მონაწილეობას იღებდნენ თბილისის საჯაროსკოლების მე-11და მე-12 კლასის წინასწარ შერჩეული საუკეთესო ხუთეულები.თამაში დაძაბულ და საინტერესო ვითარებაში მიმდინარეობდა, გუნდები განსაკუთრებული მობილიზებით ,მონდომებითა და მომზადებით გამოირჩეოდნენ. სამი რაუნდის შემდეგად გამოვლინდნენ საპრიზო ადგილის მფლობელები.
I ადგილი თბილისის N92-ე საჯარო სკოლა.
1. საბა ქოსაშვილი (მენეჯერი)
2. ფილიპე ბარავი
3. ალექსანდა დავთიანი
4. გიორგი სამხარაძე
5. გიორგი კოხრეიძე
II ადგილი თბილისისN105-ე საჯარო სკოლა.
1. გენრიეტა ბერაია (მენეჯერი)
2. დიანა გრიგორიანი
3. ქრისტინა მატოიანი
4. თამთა პოპიაშვილი
5. თამარ ანთია.
III ადგილი თბილისი N 176-ე საჯარო სკოლა.
1. თამარ ციმაკურიძე (მენეჯერი),
2. ნათია არაბული
3. ნინო ხუციშვილი
4. ვალერი სიმონიშვილი
5. ნათია ხახიაშვილი
ოლიმპიადის მხარდამჭერები იყვნენ: შემოსავლების სამსახური, ტერა ბანკი, ფინანსური მართვის ჯგუფი – FMG, სამოტივაციო ვებ-გვერდები www.4motivi.com და www.b2p.ge.
ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა ტერაშვილი, ტერაბანკის ცენტრალური ფილიალის დირექტორი მურმან მირცხულავა, ტერაბანკის კადრების შეფასების მენეჯერი სალომე გოგიაშვილი, სამოტივაციო ვებ გვერდის 4motivi.com დამფუძნებველი თეიმურაზ ბერიშვილი და ილია ნიკაჭაძე, ფინანსური მართვის ჯგუფის დამფუძნებელი ვლადიმერ ჩიტაია.
გამარჯვებულ გუნდებს სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვეს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის რექტორმა კახაბერ ერაძემ და დირექტორმა ია ერაძემ, ასევე ოლიმპიადის მხარდამჭერებმა და სკოლის წარმომადგენლებმა.
საპრიზო ადგილის მფლობელ გუნდებს გადაეცათ საქართველოს ბიზნესის აკადემი-SBA-ის 50% სასწავლო გრანტები და სოლიდური ფულადი პრემიები, საუკეთესო კითხვის ავტორი დაჯილდოვდება პლანშეტური კომპიუტერით; ინიციატივით გამოვიდა შემოსავლების სამსახური, რომელიც გამარჯვებული გუნდების ყველა მონაწილეს მოუწყობს 1 დღიან ექსკურსიას საგადასახადო-საბაჟო ორგანოებში.
ოლიმპიადის მიმდინარეობისას ,ასევე გამოვლინდა საუკეთესო მენეჯერი, საუკეთესო მოთამაშე და მაყურებლის სიმპატია,რომლებიც დააჯილდოვეს მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ამით ყველაფერი არ დასრულებულა ეს იყო სტარტი, რომელიც წარმატებით აიღო საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ. მომავალში ის გეგმავს ამ გრანდიოზული პროექტის უფრო ფართო მასშტაბებზე გატანას და რეგიონების ჩართვას.
საქართვლოსბიზნესის აკადემია -SBA მონაწილეებს კიდევ ერთხელ ულოცავს ამ გამარჯვებას და უსურვებს წარმატებას და წინსვლას.