საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში დღეს გაიმართა დაგეგმილი ონლაინ ტრენინგი თემაზე:
ღრუბლოვანი ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების გამოყენება
ტრენინგს დაესწრო აკადემიის პროფესიული მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი.
შეხვედრის მიზანი იყო:
მასწავლებელთა პროდუქტიულობის ამაღლება
დისტანციური სწავლების უწყვეტი ხელშეწყობა
შეხვედრა ჩაატარა აკადემიის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტმა ლაშა იაშვილმა.
შეხვერდაზე განიხილეს office 365 პლათფორმაში მუშაობის ტექნიკა.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს აღნიშნულ პლათფორმაზე მუშაობის თავიანთი გამოცდილება.
აკადემია ზრუნავს თავისი პერსონალის უწყვეტ განვითარებაზე და მუდმივად სთავაზობს სიახლეების გაზიარების შესაძლებლობას.