ონლიან კონფერენცია

ონლიან კონფერენცია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2021 წლის 28, 29 იანვარს და 1 თებერვალს , ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით გამართა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია
🔰„განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“.
✅აკადემიის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის დირექტორმა ია ერაძემ.
‼კონფერენციის მესამე დღე დაეთმო პროფესიულ განათლებას, რომელზეც განიხილეს:
↪პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება:
მიღწევები და გამოწვევები;
↪პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვა და თვითშეფასების ანალიზის შედეგები;
↪ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება საქართველოში/პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დანერგვის ანალიზი – მიღწევები და გამოწვევები;
↪პროფესიული კრედიტების სისტემა (ECVET) საერთაშორისო გამოცდილება;
↪პროფესიული კვალიფიკაციების ხარისხის განვითარება;
↪სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სისტემის დანერგვის გამოწვევები COVID-19 პირობებში;
✅ ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ ისაუბრა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიღწევებზე და გამოწვევებზე.
✅კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, მომზადება-გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების, ასევე სხვა პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ავტორიზაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრებმა, ექსპერტებმა, დამსაქმებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.
✅კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: პროფესიული განათლების საერთაშორისო ექსპერტმა კაია პისკოპმა და ოდენბურგის (გერმანია) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორმა ოლივერ პუნტმა.