საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, მალე დამატებით საზოგადოებას შესთავაზებს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების პროფესიულ მოდულურ პროგრამებს. მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმისა და ფინანსური მიმართულების პროგრამის ადაპტირებასა და პარტნიორი ორგანიზაციების მოსაძიებლად. ამ მიზნით, გაფორმდა პარტნიორობისა და პრაქტიკის ხელშეკრულებები კომპანიებთან : „გუდვილი“, „კონკორდ თრეველი“, „ერენდელ თრეველი“, „იკო&გიო“, „დანიდე“, სადაც სტუდენტები შეძლებენ რეალურ გარემოში დაეუფლონ პროფესიებს, გაიარონ სტაჟირება და ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად.