✅საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ მოიპოვა პროექტის „პროფესიული უნარების განვითარების კურსი საფინანსო სერვისებში“ განხორციელების უფლება №127და №153 საჯარო სკოლებში. პროექტი ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით, რომლის მიზანია სკოლის მოსწავლეებს დაეხმაროს თვითგამორკვევასა და მომავალი პროფესიის არჩევაში.
✅კურსი მოიცავს პროფესიული ორიენტაციის ელემენტებს, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ პროფესიისათვის დამახასიათებელი პროცესების ერთობლიობას. სწორედ ამ მიზნით სკოლის მოსწავლეები საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პარტნიორ ტერაბანკში იმყოფებოდნენ.
✅ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეები საბანკო დაწესებულებაში გაეცნენ სალაროსა და მოლარე-ოპერატორის მუშაობის სპეციფიკას, გაიმართა გასაუბრება პროფესიასთან დაკავშარებულ საკითხებზე, ყურადღება გამახვილდა სამუშაო გარემოსა და სამუშაო ადგილზე ქცევის წესების ეტიკეტზე.