საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით , 2021 წლის, 20 ივნისს გაიმართა პროფესიული განათლების მასწავლებელთა კონფერენცია თემაზე: ,,პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლება და შეფასება”
შეხვედრის მიზანი პროფესიულ განათლებაში სწავლებისა და შეფასების ინოვაციური დანერგვა, განვითარება და პრაქტიკის გაზიარება იყო.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს:
საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა;
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა;
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძემ;
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ნანი დალაქიშვილმა,
რომლებიც კონფერენციის მსვლელობისას დაჯილდოვდნენ პროფესიულ განათლებაში შეტანილი წვლილისთვის.