მიმდინარე წლის 6 დეკემბერს სასტუმრო რუმსი თბილისში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, გაიმართა პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის პირველ რაუნდში დაფინანსებული შვიდი პროექტის პრეზენტაცია.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, ერთ-ერთი გამარჯვებულია, პროექტის სახელწოდებით „მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მეწარმეობის და გაცნობითი პრაქტიკის მოდულებისათვის შეფასების ინსტრუმენტების განვითარება და შეფასების განხორციელების პრაქტიკის გაზიარება“.
პროექტის მიზანი იყო საერთაშორისო გამოცდილებით აღიარებული სწავლების შედეგების ანალიზი ორი სავალდებულო ზოგადი მოდულისათვის – მეწარმეობა და გაცნობითი პრაქტიკა და შეფასების ინსტრუმენტების სრული პაკეტის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებდა მათ გამოყენებას სპეციალური საჭიროებების მქონე სტუდენტებთან, კომპეტენციაზე დაფუძნებული შეფასების პილოტირებასა და გამოცდილების გაზიარებას პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ წარმატებით გაართვა თავი ნაკისრ ვალდებულებას: შემუშავებულ იქნა მეწარმეობისა და გაცნობითი პრაქტიკის შეფასების ინსტრუმენტები, შეიქმნა გაცნობითი პრაქტიკის განხორციელებისა და სწავლის შედეგების შეფასების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო (www.sba.edu.ge).
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე გამოცხადდა II რაუნდი, რომლის მიზანია საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა, რომელიც გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას ახალგაზრდებსა და ზრდასრულებში.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA მადლობას უხდის პროექტში ჩართულ თითოეულ მონაწილეს და უსურვებს მათ წარმატებასა და კარიერულ წინსვლას.