2017წლის 4აპრილს, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიის ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დაფინანსებით, პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და სისტემაში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, მონაწილეობას იღებდა ფესტივალში. ღონისძიებაზე იმყოფებოდა ფიზიკური პირისა და სპეციალური კონტროლის მოდულის განმახორციელებელი პროფესიული მასწავლებელი, ბატონი ზვიად პაპავა, რომელმაც პროფესიულ სტუდენტებთან ერთად საბაჟო პროცედურების დემონსტრირება მოახდინა. აკადემიის დირექტორს, ქალბატონ ია ერაძეს და მის გუნდს, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი ბატონი, ალექსანდრე ჯეჯელავა გაესაუბრა, მოუწონა აკადემიის მუშაობის სტილი და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.