გაცნობებთ, რომ საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და ის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსით გააგრძელებს ფუნქციონირებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ბიზნესის აკადემიის – SBA-ის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის გამოცხადდა რიგგარეშე მობილობა.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები.
სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები – 2018 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით.
სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ მიბრძანდეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 23 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, 9:00-18:00 საათამდე, (მის.: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1), დაუკავშირდეთ ცენტრს ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220 (*3599), ან მისწეროთ ელექტრონულ მისამართზე: mobility@eqe.ge
პირადი საქმის ასლების წასაღებად მობრძანდით საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10.00 საათიდან 18.00 საათამდე.
საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA გისურვებთ წარმატებებს!