2019 წლის 23 აპრილს, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „აკადემიური და პროფესიული განათლების ძირითადი გამოწვევები საქართველოში: ახალი გამოწვევებისა და ბაზარზე არსებულ საჭიროებებზე რეაგირების საპასუხოდ სპეციალიზაციისა და აუდიტორის პროფესიული განვითარების გზები“.
ღონისძიება გაიმართა ა(ა)იპ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის ორგანიზებით, ევროკავშირსა და მსოფლიო ბანკთან ერთად. კონფერენციაზე მოწვეული იყო ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ექსპერტი პოლ ტომპსონი (აშშ), ფონდის მრჩეველთა საბჭოს წევრი.
კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ფინანსური მენეჯერი, ქალბატონი სოფიო ინაშვილი, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პროფესიული პროგრამების განმახორციელებელები: ქალბატონი დარეჯან კვატაშიძე, მარიამ ფიცხელაური, და მარინე გვრიტიშვილი.
კონფერენცის პირველ სესია დაეთმო განათლების საერთაშორისო კონტექსტსა და ქართულ რეალობაში არსებულ გამოწვევებს. მეორე სესია: მიზნებისა და გამოწვევების წარდგენა, მესამე სესია: ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ჩატარებული ბურალტერთა გამოკითხვის შედეგების წარდგენასა და პანელურ დისკუსიას.