2018 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აკადემიის დირექტორმა, ქალბატონმა ია ერაძემ, მიულოცა სასაწავლო წლის დაწყება და წარმატებები უსურვა მათ.
ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა ქალბატონმა შორენა ხუბუნაიამ და აკადემიის ლექტორებმა კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს. ასევე სასწავლო პროცესის სამსახურის უფროსი ქალბატონი თეა მაისურაძე მიესალმა საზოგადიოებას და ნაყოფიერი და საინტერესო წელი უსურვა.
აკადემიის დირექტორმა, ქალბატონმა იამ პარტნიორ კომპანიებს-ტერა ბანკს, შემოსავლების სამსახურს, შპს GREENWAY LOGISTIC და ბიზნეს ადმინისტრირების მხარდაჭრის ცენტრს გადასცა სერტიფიკატები საუკეთესო პარტნიორობისათვის. პარტნიორმა კომპანიებმა თავის მხრივ, სტუდენტებს, პროფესიულ მასწავლებლებსა და დამსწრე საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და სტუდენტთა სტაჟირება/დასაქმების ხელშეწყობაზე ისაუბრეს.
გახსნის ცერემონიას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ ბაიბურთი ესწრებოდა, რომელმაც სტუდენტებს მიმართა და პროფესიული განათლების პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიება უამრავი დადებითი ემოციით იყო დატვირთული. დასასრულს, აკადემიამ პირველკურსელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიების არაოფიციალური ნაწილი გასართობ აქტივობებს დაეთმო, რომელიც ბატონი კახა ვაჩიბერაძეს საქსაფონის აკომპონიმენტის თანხლებით მიმდინარეობდა. სტუდენტებისათვის გამოცხადდა ფოტოკონკურსი, WELCOME-ის საუკეთესო ფოტო, რომლის გამარჯვებულსაც აკადემიისგან გადაეცემა 20% სასწავლო გრანტი 2018-2019 სასწავლო წლისათვის.
აკადემიის სტუდენტებმა ფერად ფურცლებზე დაწერეს და შთაბეჭდილებების ყუთში მოათავსეს თავიანთი მოლოდინები და შთაბეჭდილებები. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA სტუდენტებს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს!