საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციაო ხასიათის შეხვედრა ფარმაციისა და საექთნო საქმის პროფესიულ საგანმანათლებო პროგრამის სტუდენტებთან.
შეხვედრაზე პროფესიულ სტუდენტებთან ერთად განხილული იყო დისტანციურ რეჟიმში სასწავლო პროცესის განხორცილებლასთან დაკავშირებული გამოწვევები;
სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია მეცადინეობის განრიგის, მომდევნო სასწავლო პერიოდში განსახორცილებლი მოდულების დაწყების, დასრულების, ძირითად და დამატებით დროში დასადასტურებელი შედეგების შესაძლებლობების შესახებ.
იდენტიფიცირდა პირველ სასწავლო პერიოდში წარმოშობილი გამოწვევები, გამოიკვეთა მზაობა მომდევნო სასწავლო პერიოდის დასაწყებად.