2019 წლის 4-5 აპრილს, გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების თანამშრომლებისათვის.
▶შეხვედრაზე განხილულ იქნა, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირება, პროგრამის განხორციელებაზე უფლების მოპოვება და ხარიხის უზრუნველყოფა, პროგრამის ეფექტური ადმინისტრირება, საზოგადოების ინფორმირება, ინტეგრირებული სწავლების კომპონენტის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პროცედურების გაცნობა და მხარეთა შეხედულებების გაზიარება. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე.