📣მიმდინარე წლის 03 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან Microsoft Teams-ის პლატფორმაზე.
➡️შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის დირექტორი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახური სრული შემადგენლობით, აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ფინანსური მენეჯერი, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი.
‼️აღნიშნულ შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
✅პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სასწავლო პროცესის განხორციელებისათვის შემუშავებული სასწავლო კალენდარი
✅ მეცადინეობის განრიგი
✅ მოდულის კალენდარული გეგმის სტრუქტურა და შემუშავების მიდგომები
✅პროფესიულ სტუდენტთა შეფასების მიდგომები
✅შეფასების ინსტრუმენტების შემუშავების, ვალიდაციის პროცედურებისა და შეფასების ინსტრუმენტების პროექტების წარმოდგენის ვადები
✅პროფესიულ სტუდენტთა ინდივიდუალური მეცადინეობების მიდგომები და მხარდაჭერის მექანიზმები
✅ საბიბლიოთეკო რესურსების ხელმისაწვდომობის პროცედურები
✅პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შეფასების მიზნები
✅შეფასების მიდგომები
✅ შეფასების პროცესისა და შეფასების მტკიცებულებების ვერიფიკაციის პროცესი
✅პროფესიული განათლების მასწავლებლების როლი, დანიშნულება და უფლება-მოვალეობები ავტორიზაციის სტანდარტების მოთხოვნებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექნიზმების სრულფასოვნად წარმართვაში.