სასწავლო წლის გახსნისადმი მიძღვნილი ცერემონია

სასწავლო წლის გახსნისადმი მიძღვნილი ცერემონია

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ცერემონიაზე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აკადემიის რექტორმა, ბატონმა კახაბერ ერაძე, რომელმაც ისაუბრა განათლების მნიშვნელობაზე, მიღებული ცოდნის სწორად რეალიზების, განათლების საჭიროებასა და სტუდენტების დასაქმებაზე.
ქალბატონმა ია ერაძემ, აკადემიის პარტნიორ დამსაქმებელ კომპანიებს: ტერა ბანკს, შემოსავლების სამსახურს და CTV-1-ს საუკეთესო პარტნიორობისათვის სერტიფიკატები გადასცა.  პარტნიორმა კომპანიებმა თავის მხრივ, სტუდენტებს, პროფესორ მასწავლებლებსა და დამსწრე საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და სტუდენტთა სტაჟირება/დასაქმების ხელშეწყობაზე ისაუბრეს.
ღონისძიება უამრავი დადებითი ემოციით იყო დატვირთული. დასასრულს, აკადემიამ პირველკურსელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა, ამასთან ფულადი პრემიითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: ქეთევან ჩხიკვაძე და თამაზ გაგანაშვილი. ასევე, მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის რეზო კონცელიძის დედას, აკადემიის სახელით გადაეცა მადლობის წერილი.
ღონისძიების არაოფიციალური ნაწილი გასართობ აქტივობებს დაეთმო, სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს ჯგუფმა Inhaler-მა მიულოცა.
სტუდენტებმა, ფერად ბარათებზე დაწერეს თავიანთი მოლოდინები და სურვილები, რომელსაც აკადემია გაითვალისწინებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს.
მოლოდინისა და სურვილების ანალიზის შედეგები განიხილება სასწავლო წლის ბოლოს, აკადემიის სტუდენტებთან ერთად.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA სტუდენტებს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს!

dsc01619

img_3463

dsc01713

img_3227