მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-მ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებს უმასპინძლა, შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები. აღნიშნული შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ბულგარეთში შრომის მობილობის მრავალმხრივი შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლება.