2017 წლის 7 აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი, ია ერაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უიფროსი ქალბატონი, მანანა მახარაშვილი, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ ბათუმში. სადაც შეხვდნენ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრს ქალბატონ, ინგა შამილიშვილს და მოადგილეებს ბატონ, სულიკო თებიძესა და ბატონ, ბადრი ნაკაშიძეს, შეხვედრა გაიმართა აკადემიის პარტნიორი ორგანიზაციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავჯდომარის მოადგილის, ბატონ თამაზ თურმანიძის უშვალო შვამდგომლობით ,რომელიც ასევე წარმოადგენს ოლიმპიადის მხარდამჭერ ორგანიზაციას, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ბიზნეს ოლიმპიადის , უკვე ერთობლივად განხორციელებული და მომავალი ღონისძიებების შესახებ.