2017 წლის 12 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, სამედიცინო პროფილის საზოგადოებრივი კოლეჯი “პანაცეა”-ს პროფესიული განათლების მასწავლებელმა ქალბატონმა ია გელენიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია, თემაზე: „პირველადი სამედიცინო დახმარება“.
სემინარის მსვლელობისას გამოყენებულ იქნა მულაჟები, რომელთა საშუალებით შეიქმნა რეალური გარემო. ქალბატონმა იამ, სტუდენტებს ესაუბრა დროულად და სწორად ჩატარებული პირველადი დახმარების მნიშვნელოვნებაზე. სემინარი ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ სიმულაციური სწავლების პროცესში, სადაც მათ მულაჟების გამოყენებით განახორციელეს პირველადი სამედიცინო დახმარების აქტივობები.