სენატის სხდომა 2021 მიმდინარე წლის 10 მარტს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA- ში, აკადემიის მართვის კოლეგიალური ორგანოს – სენატის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილულ იქნა დღის წესრიგით წინასწარ განსაზღვრული საკითხები, რომელიც მოიცავდა სამი ახალი მოკლევადიანი პროგრამის ინიცირებას. სენატის წევრებმა განიხილეს მიმდინარე საკითხები და მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ინიციატივებს.