საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბანკის ოპერატორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა საწარმოო პრაქტიკა გაიარეს, აკადემიის პარტნიორ ორგანიზაცია “საქართველოს ბანკების ასოციაციაში”. პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტებს დამატებით ჩაუტარდათ ტრენინგები: „ყალბი ფულის პრევენცია“, „გაყიდვები და სერვის პლუსი“ და გადაეცათ სერტიფიკატები.
აკადემია მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის და წარმატებებს უსურვებს სტუდენტებს.