მიმდინარე წელს საქართველოს სკოლებისა და საწარმოების წარმომადგენლები გერმანიაში საპილოტე პროგრამის გადამზადების სემინარს დაესწრნენ, აღნიშნულ ღონისძიებას აკადემიის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე ესწრებოდა.
გადამზადების სემინარი შეეხებოდა მულტიპლიკატორების კვალიფიკაციის ასამაღლებელ საპილოტე პროექტს.
პროგრამა მიზნად ისახავს თბილისში ჩატარებული ღონისძიებების შედეგების საფუძველზე, პროფესიული განათლების სკოლებსა და საწარმოებში განხორციელების პრაქტიკული გამოცდილებების გადაცემას და თანამშრომლობითი სწავლების იდეის გაძლიერებას.
აღნიშნული პროექტის შემდგომი ეტაპი განხორდიელდა საქართველოში, გერმანელი ექსპერტების მიერ.
პროექტის ბოლო აქტივობა, მოიცავდა გამოცდას, სადაც აკადემიის დირექტორმა უმაღლესი შეფასება მიიღო. დღის ბოლოს, ქალბატონ იას გადაეცა პროექტში წარმატებით მონაწილეობის სერტიფიკატი.