საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული პროგრამის სტუდენტები, გაცნობითი პრაქტიკის მოდულის ფარგლებში იმყოფებოდნენ პარტნიორ ორგანიზაცია – ფინანსურ ოფისში.
სიახლეები
გაცნობითი პრაქტიკა
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, საბაჟო საქმის პროფესიული პროგრამის სტუდენტები, გაცნობითი პრაქტიკის ფარგლებში შემოსავლების სამსახურს, საბაჟო გამშვებ პუნქტს ,,წითელი ხიდი“ და გაფორმების ეკონომიკურ ზონას ,,თბილისი“ ეწვივნენ.
ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრა
2018 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, გაიმართა ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა აკადემიის სტრატეგიული გეგმა, მისი შესრულების მიმდინარეობა, ასევე გადაიხედა სტრუქტურათა მიერ დაგეგმილი აქტივობები.
ზრდასრულთა განათლების ასოციაცია DVV International
2018 წლის 24 ოქტომბერს, ზრდასრულთა განათლების ასოციაცია DVV International-თან გაიმართა შეხვედრა შემდგომი თანამშრომლობის მიზნით. DVV International-ს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა, საქართველოში კი აღნიშნულ ორგანიზაციის ფარლგლებში 11 სათემო განათლების ცენტრი ფუნქციონირებს, რომლის მიზანია საქართველოში ზრდასრულთა არაფორმალური განათლების სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე […]
ბიზნეს დაჯილდოება 2018
ბიზნეს დაჯილდოება 2018, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ წარმატებით გაიარა რეგისტრაცია, ნომინაციაში “ბიზნესი დადებითი გავლენისთვის”
შეხვედრა მიხეილ ბატიაშვილთან
2018 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის გამგეობა შეხვდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ბატონ მიხეილ ბატიაშვილს. შეხვედრაზე განხილული იქნა პროფესიული განათლების განვითარებისა და პროცესებში კერძო კოლეჯების ჩართულობის აქტუალური საკითხები. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ისა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ქალბატონი ია ერაძე.
“შემოდგომის გაცილება”
2018 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პარტნიორ დაწესებულება სკოლაში „ახალი თაობა“ ჩატარდა ღონისძიება “შემოდგომის გაცილება”. აღნიშნულ ღონისძიებას ქონდა კონკურსის სახე. კონკურსის ფარგლებში ჟიურის წევრად მიწვეული იყო აკადემიის დირექტორი, ქალბატონი ია ერაძე. გამოვლინდა სხვა და სხვა ნომინაციებში გამარჯვებული ჯგუფები. ქალბატონი იას შეფასებით ღონისძიება გამოირჩეოდა შემოქმედებითი მიდგომებითა და მხატვრული გაფორმებით.
ტრენინგი თემაზე: „კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება მოდულურ პროგრამებში“
2018 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა შორენა ხუბუნაიამ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელთათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება მოდულურ პროგრამებში“. ტრენინგი მიმდინარეობდა საინტერესოდ და მიზანმიმართულად, მსმენელთა აქტიური ჩართულობით. განხილული იყო სწავლების, შეფასების დაგეგმვა, შეფასების პროცესის განხორციელება და მისი მტკიცებულებების ორგანიზება. ტრენინგს ინტერაქციული ხასიათი ქონდა. […]
გაცნობითი პრაქტიკა
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, ინფორმაციის ტექნოლოგის პროფესიული პროგრამის სტუდენტები, გაცნობითი პრაქტიკის მოდულის ფარგლებში იმყოფებოდნენ „ნიუტელკო ჯორჯიაში“.
გაცნობითი პრაქტიკა
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, ფინანსების პროფესიული პროგრამის სტუდენტები, გაცნობითი პრაქტიკის მოდულის ფარგლებში იმყოფებოდნენ ტერაბანკში.