მიმდინარე წლის 16 მაისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აკადემიის ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლის ხელმძღვანელობით განხორციელდა ინკლუზიური განათლების პროექტი „პროფესორ ტატა წილოსანის სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების საშაბათო სკოლა“ . აღნიშნულ პროექტს ყოველწლიური ხასიათი აქვს და მიზნად ისახავს სმენადაქვეითებულებისათვის კომპიუტერული უნარების ჩამოყალიბებასა და განვიოთარებას. პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები: აკაკი […]
სიახლეები
ტრენინგი: მოდულური პროგრამებისა და მოდულების შემუშავების საკითხებზე
15 მაისს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, ასოციაციის კერძო კოლეჯების პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი: მოდულური პროგრამებისა და მოდულების შემუშავების საკითხებზე. ტრენინგი ჩატარდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების დეპარტამენტის მიერ. ტრენინგში მონაწილეობას იღებდა, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს პროფესიული მასწავლებლები, ქალბატონი თეა მაისურაძე და ქალბატონი მარიამ გვრიტიშვილი.
სტუდენტური ტური “იმერული გაზაფხული”
2017 წლის 30 აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA-ს სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები იმყოფებიდნენ კულტურულ ტურზე იმერეთში. მოინახულეს ქუთაისისა და მისი შემოგარენის მთავარი ღირსშესანიშნაობები: მოწამეთა, გელათი, ბაგრატის ტაძარი და პრომეთეს მღვიმე. ტურმა დიდი ინტერესი და საერთო მოწონება დაიმსახურა.
ბრენდირებაში მონაწილე კოლეჯების დაჯილდოება
2017 წლის 29 აპრილს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ბრენდირებაში, მონაწილე კოლეჯების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-მ, 2017 წელსაც უმაღლესი შეფასება ხუთი ვარსკვლავი მიიღო, რომელიც ბრენდირების დადგენილი კრიტერიუმების გადამოწმებით მიენიჭა, ადგილზე ექსპერტთა მიერ განხორცილებული ვიზიტებისა და ბრენდირების კომისიის დამოუკიდებელი წევრების გადაწყვეტილებით მოხდა. აკადემია წარმატებას ულოცავს აკადემიურ და […]
სასწავლო ექსკურსია
017 წლის 27აპრილს, შემოსავლების სამსახურმა ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადის სუპერფინალში მონაწილე მოსწავლეები, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი“ გეზსა და ბათუმის მომსახურების სერვის ცენტრში სასწავლო ექსკურსიაზე წაიყვანა, სადაც სკოლის მოსწავლეები გაეცნენ საგადასახადო საბაჟო პროცედურებსა და დასაქმების შესაძლებლობებს ამ სფეროებში. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, მადლობას უხდის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ უფროსს, ბატონ კიაზო ახალაიასა და […]
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
მიმდინარწე წლის 26 აპრილს , საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-მ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. მხარეები ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევასა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში.
ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადის სუპერფინალი აჭარში
2017 წლის 26 აპრილს, გაიმართა ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადის სუპერფინალი აჭარში. სუპერფინალში მონაწილეობას იღებდა აჭარის ექვსი საჯარო სკოლა: ქალაქ ბათუმის N 1, N 2, N 9, N 14, N 22 და N 25 საჯარო სკოლები. სუპერფინალი საინტერესოდ, დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. მონაწილეები მაღალი მომზადების დონით გამოირჩეოდნენ, მაღალი იყო ასევე, ინტერესი მოსწავლე-ახალგაზრდობისა და […]
პროფორიენტაციის ღონისძიება
პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და პროფორიენტაციის მიზნით, 2017 წლის 20-21 აპრილს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს პერსონალი შეხვდა, აჭარის საჯარო სკოლების 9-10 კლასის მოსწავლეებს. შეხვედრისას საუბარი გაიმართა პროფესიული განათლების სიახლეებზე, მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე, სხვდასხვა პროფესიების თავისებურებებსა და უპირატესობებზე.
სუპერფინალის შესარჩევი ეტაპი
გრძელდება სუპერ ფინალის შესარჩევი ეტაპი ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადის, რომელიც გაიმართა 21 აპრილს ქალაქ ბათუმის N 9, N 22 და N 25 საჯარო სკოლებში. თითოეულ სკოლაში 5 გუნდს შორის გაიმართა შეჯიბრი, საუკეთესო გუნდის გამოსავლენად. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. გამოვლინდა გამარჯვებული ხუთეული N9 საჯარო სკოლაში, გუნდის მენეჯერი დავით ფუტკარაძე გუნდის წევრები: სოფო პაპიძე, […]
სუპერფინალის შესარჩევი ეტაპი
დაიწყო სუპერფინალის შესარჩევი ეტაპი ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადის, რომელიც გაიმართა 20 აპრილს ქალაქ ბათუმის N 1, N 2 და N 14 საჯარო სკოლებში. თითოეულ სკოლაში 5 გუნდს შორის გაიმართა შეჯიბრი, საუკეთესო გუნდის გამოსავლენად. თამაშში მონაწილე მოსწავლეები მეტად პასუხისმგებლობითა და მომზადებულობით გამოირჩეოდნენ, შესაბამისად შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. გამოვლინდა გამარჯვებული ხუთეული N1 საჯარო სკოლაში, […]