2018 წლის 5 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს ეწვია, სკოლა „ახალი თაობის“ დირექტორი ქალბატონი ანა უსტიაშვილი, მან დაათვალიერა აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნო მუშაობის სპეციფიკას და აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და სკოლა „ახალი თაობას“ შორის გაფორმდა პარტნიორობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობას, პროფესიული განათლების განვითარებასა და ამ სისტემის მოქნილობის უზრუნველყოფას სკოლაში, რაც მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციას შეუწყობს ხელს.