სუპერფინალის შესარჩევი ეტაპი

სუპერფინალის შესარჩევი ეტაპი

დაიწყო სუპერფინალის შესარჩევი ეტაპი ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადის, რომელიც გაიმართა 20 აპრილს ქალაქ ბათუმის N 1, N 2 და N 14 საჯარო სკოლებში.
თითოეულ სკოლაში 5 გუნდს შორის გაიმართა შეჯიბრი, საუკეთესო გუნდის გამოსავლენად. თამაშში მონაწილე მოსწავლეები მეტად პასუხისმგებლობითა და მომზადებულობით გამოირჩეოდნენ, შესაბამისად შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. გამოვლინდა გამარჯვებული ხუთეული N1 საჯარო სკოლაში, გუნდის მენეჯერი გიორგი ვაშაყმაძე გუნდის წევრები: თამუნა თევზაძე, დათო ჯაფარიძე, ნიკა ბერიძე და დემეტრე დგვეფაძე.
N2 საჯარო სკოლაში, გუნდის მენეჯერი ვაჟა ხიმშიაშვილი გუნდის წევრები: ანა ასამბაძე, სოფო დუმბაძე, მაგდა ლოსაბერიძე და ანა აბესლამიძე.
N14 საჯარო სკოლაში, გუნდის მენეჯერი მარიამ ბოლქვაძე გუნდის წევრები: თენგო დიდმანიძე, თიკო გეჩბაია, ლუკა გოგიტიძე და მარიამ ველიაძე.
ოლიმპიადის წესების თანახმად, გამარჯვებული გუნდები 26 აპრილს ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს. ფინალი გაიმართება ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, 13:00 საათზე. წარმატებას ვუსურვებთ მონაწილეებს.