ტერაბანკის დარგობრივი აუდიტორიის გახსნა 2017 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, პარტნიორი კომპანია ტერაბანკის ინიციატივით დარგობრივი აუდიტორია გაიხსნა, სადაც ბანკის მოლარე ოპერატორის პროგრამის სტუდენტები, სამუშაო გარემოში დაეუფლებიან პროფესიის შესაბამის უნარებს.