HR პროფესიონალთა გილდია (HRPG) და საქართველოს ბიზნესის აკადემია (SBA) გთავაზობთ ტრენინგს
„ადამიანური რესურსების მართვა”
“…თუ ეხლა არა, მაშინ როდის?“
ამონარიდი თალმუდიდან
ადამიანური რესურსების მართვა, ეს არის ხელოვნება, რომელიც დაფუძნებულია იმ სპეციალისტების ნიჭსა და უნარებზე, რომლებიც ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელი.
თანამშრომლების საქმიანობის ეფექტიანობა მნიშვნელვნად არის დამოკიდებული კორპორატიულ კულტურასა და იმ ურთიერთობის სტილზე, რომელიც დამკვიდებულია ორგანიზაციაში. მაღალპროფესიონალი, მოტივირებული, ლოიალური თანამშრომლები კომპანიის წარმატების საწინდარია. შესაბამისად, ტრენინგი, რომელსაც HR პროფესიონალთა გილდია და საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA გთავაზობთ, ზედმიწევნით აქტუალური და საშურია დღეს, გლობალიზაციის, ტექნოლოგიური პროგრესისა და სწრაფად ცვლად გარემოში.
ტრენინგი განკუთვნილია ადამიანური რესურსების მართვის სპეცილისტებისათვის და რეკომენდირებულია ორგანიზაციის უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენლებისათვის, რომელთათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტური და ეფექტიანი მართვა.
ტრენინგის მიზანი:
✅ ადამიანური რესურსების მართვის თეორიისა და მეთოდოლოგიის გაცნობა;
✅თანამშრომლების საქმიანობის მართვასთან დაკავშირებული ტიპიური შეცდომების თავიდან აცილების უზრუნველყოფა;
✅მართვის არსებული მეთოდების გადახედვა და თანამედროვე, ტექნოლოგიური ერისთვის დამახასითებელი სისტემების შემუშავება/განხორციელება
მიზნობრივი აუდიტორია: ტრენინგის პროგრამა:
✅საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენლები და ადამიანური რესურსების მართვის ქვედანაყოფის თანამშრომლები
ტრენინგის პროგრამა:
ადამიანური რესურსების მართვის როლი და მნიშვნელობა ორგანიზაციაში
ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა
თანამშორმლების შერჩევისა და დაქირავების მეთოდები და მეთოდოლოგია
ადაპტაციის სისტემა
შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა
თანამშრომლების მოტივაციის სისტემა
თანამშრომელთა ჩართულობის მნიშვნელობა
თანამშრომელთა განვითარების სისტემა
მემკვიდრეობითი გეგმის შემუშავება/განხორიელების მნიშვნელობა
საკომპენსაციო სისტემა
ტრენინგის ჩატარების პროცესში გამოყენებული მეთოდები:
• ინტერაქტიური მინი-ლექცია
• განხილვები, დისკუსიები
• პრაქტიკული სავარჯიშოები
ტრენინგის ხანგრძლივობა : 18 საათი
ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა: 12-15 ადამიანი
ტრენინგის ჩატარების თარიღები: 26 და 27 მაისი, 2 ივნისი
🕖ტრენინგის ჩატარების დრო: 11.00 სთ. – 17.00 სთ.
💳 ტრენინგის ღირებულება: 280 (ორასოთხმოცი) ლარი
ტრენინგს უძღვება:
ლილი ბიბილაშვილი,
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი,
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის
ასოცირებული პროფესორი
გაიცემა HR პროფესიონალთა გილდიისა (HRPG) და საქართველოს ბიზნეს აკადემიის (SBA) ერთობლივი სერტიფიკატი
↪საბანკო რეკვიზიტები:
დაწესებულების საიდენტიფიკაციო კოდი: 406037550
კორ–სტანდარტ ბანკი ბ/კ.KSBGGE22
ანგარიშის ნომერი: GE29KS0000000360800913 GEL
ტრენიგნში მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია (გადადით ბმულზე) https://docs.google.com/…/1FAIpQLSfZAhkfCTn6MpFjNv…/viewform