საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA -ში დაგეგმილია ტრენინგი თემაზე:
ბავშვთა უფლებები ბაღის პრაქტიკაში!
ტრენინგი ჩატარდება აკადემიის მომზადება/გადამზადების შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მსმენელთათვის:
სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა.
ტრენინგი წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობას SBA-ის მსმენელთათვის, რომლის მიზანია ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება პროფესიული მიმართულებით!
ტრენინგზე განსახილველი თემები :
ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, ოჯახის მხარდაჭერა, საუკეთესო ინტერესების უპირატესობა, მონაწილეობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა;
ბავშვის ძალადობისგან დაცვისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა;
სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის დანერგვა, კოორდინაცია, თანამშრომლობა;
ტრენინგის მონაწილე მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატები!
შეხვედრას წარუძღვება:
ბავშვთა ფსიქოლოგი,
საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის , სკოლამდელი განათლების პროფესიული მასწავლებელი,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი მარიამ ჩიბუხაშვილი!
შეხვედრა გაიმართება დისტანციურად Microsoft Teams-ის პლათფორმაზე, შეხვედრის ბმული მონაწილეებს გაეგზავნებათ წინასწარ ელ.ფოსტაზე.
დრო: 6 დეკემბერი, 18:00 სთ
ტრენინგის ხანგრძლივობა 2 საათი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
995 032 240 34 40 email: info@sba.edu.g