2018 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა შორენა ხუბუნაიამ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელთათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება მოდულურ პროგრამებში“.
ტრენინგი მიმდინარეობდა საინტერესოდ და მიზანმიმართულად, მსმენელთა აქტიური ჩართულობით. განხილული იყო სწავლების, შეფასების დაგეგმვა, შეფასების პროცესის განხორციელება და მისი მტკიცებულებების ორგანიზება.
ტრენინგს ინტერაქციული ხასიათი ქონდა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია შეფასების ინსტრუმენტის შემუშავების შესახებ მიღებულმა ინფორმაციამ. პროგრამის შინაარსი მორგებული იყო საჭიროებებს.
ტრენინგის დასასრულს მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.