ტრენინგი ინტეგრირებული ზოგადი მოდულების მოთხოვნების საფუძველზე კოლეჯის კურიკულუმის შექმნა და განვითარება! საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში დაგეგმილია ტრენინგი ინტეგრირებული მოდულის მასწავლებლებისთვისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის თემაზე: ინტეგრირებული ზოგადი მოდულების მოთხოვნების საფუძველზე კოლეჯის კურიკულუმის შექმნა და განვითარება! ტრენინგზე განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორებიცაა: ზოგადი მიზნების კოლეჯის კურიკულუმის მიზნებთან ადაპტირება; საკლასო აქტივობების და დავალებების ტიპების დასახული მიზნების შესაბამისად შერჩევა; მიზნების შესაბამისად დამატებითი საგანმანათლებლო (მათ შორის ელექტრონული/ციფრული რესურსების მოპოვება) და მიზნობრივად გამოყენება; განმავითარებელი შეფასების წარმოების სწავლება (სოლო ტაქსონომიის გამოყენებით). შეხვედრას წარუძღვება სკოლამდელი და ზოგადი განათლების ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი – ნიკო სილაგაძე შეხვედრა გაიმართება ონლაინ Microsoft Teams-ის პლათფორმაზე, შეხვედრის ბმული მონაწილეებს გაეგზავნებათ ელ.ფოსტაზე. დრო: 13 ოქტომბერი, 18:00 სთ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 995 032 240 34 40 (109) email: office@sba.edu.ge