✔2019 წლის 9 ნოემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ჩატარდა ტრენინგი “კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლება და შეფასება მოდულურ პროგრამებში”
✔ტრენინგის მიზანი იყო მასწავლებლების მომზადება პროფესიული განათლების მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად და მათთვის კომპეტენციის განვითარება პროფესიული სტუდენტების სწავლებისა და შეფასების მიმართულებით.
მათ მიიღეს ინფორმაცია სწავლების პროცესის დაგეგმვისა და შეფასების ახალი მიდგომების შესახებ. ტრენინგი პრაქტიკული აქტივობებით იყო დატვირთული და მაღალი ინტერაქციით წარიმართა.
✔ტრენინგი ჩაატარა აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა შორენა ხუბუნაიამ.
🚩 აკადემია ყოველთვის ზრუნავს კადრების განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზე