2017 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, ჩატარდა ტრენინგი „მიზნობრივი მონაცემების შეგროვება და მათი ანალიზი“, რომელსაც გაუძღვა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ანალიტიკოსი ბატონი, საბა ელაშვილი.
ტრენინგს ესწრებოდა აკადემიის სტუდენტები, ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო, ბატონმა საბამ დამსწრეებს აუხსნა თუ როგორ უნდა დაგეგმონ და ჩაატარონ კვლევა.