ტრენინგი

ტრენინგი

2018 წლის 16 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და გერმანელი და ქართველი ექსპერტების ჩართულობით ჩატარდა ტრენინგი,  „სკოლა როგორც სწავლის ადგილი და „საწარმო, როგორც სწავლის ადგილი“.
ტრენინგზე გადამზადდა ინსტრუქტორები, რადგან მათ თავიანთი დავალების შესასრულებლად შეძლონ სკოლისა და საწარმოს როგორც სასწავლო ადგილების მოწყობა, სწავლებისა და სასწავლო პროცესის განვითარება, გაფართოება და პასუხისმგებლობის მართვა.
ინსტრუქტორები შეძლებენ გაუძღვნენ პროფესიული განათლების პროცესს პრაქტიკაში და იყვნენ საჭიროებებზე ორიენტირებულნი, ასევე შეძლებენ მაღალკვალიფიციურ დონეზე უხელმძღვანელონ ტრენერებს კომპანიებში.
ტრენინგში მონაწილეობას იღებდა აკადემიის დირექტორი, ქალბატონი ია ერაძე.