ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შპს “პრობლემური აქტივების ბიურო” სთან

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შპს “პრობლემური აქტივების ბიურო” სთან

მიმდინარე წლის 26სექტემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემიამ შპს „პრობლემური აქტივების ბიურო“ სთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. კომპანია შეთანხმებული პირობებით ჩაერთვება ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში, სასწავლო და პროფესიული პრაქტიკების შესაბამისი უზრუნველყოფის გზით.

მხარეები ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების მათ შორის სტუდენტთა დასაქმებისა და ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში.

14697092_1115282055233986_1270884108_o

14689295_1115282225233969_477075041_o