2018 წლის 12 იანვარს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში, ხელი მოეწერა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
ასოციაციებს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთო საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და იმპლიმენტაციას, საკანონმდებლო ინიციატივების ერთობლივად მომზადებას, ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფას,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელთა პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაზე ერთობლივ ზრუნვას, განათლების მართვის სისტემის დემოკრატიზაციას და შემდგომ განვითარებას.