„ჯეოტურანი“ არის წარმატებაზე ორიენტირებული კომპანია, სადაც პროფესიონალთა გუნდი და მოტივირებული სპეციალისტები მუშაობენ. ისინი მაღალი სტანდარტის ნოვაციურ ევროპული ხარისხის მომსახურებასა და პროდუქციას სთავაზობენ მომხმარებლებს.
2018 წლის 24 თებერვალს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და „ჯეოტურანს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. მხარეები ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების მათ შორის სტუდენტთა დასაქმებისა და ბიზნესის ადმინისტრირებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში.