2018 წლის 13 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და სსიპ ქალაქ თბილისის №203 საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობა, პროფესიული განათლების განვითარება და ამ სისტემის უზრუნველყოფა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პირთათვის, რაც ხელს შეუწყობს სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეების პროფორიენტაციასა და მომავალი განათლების დაგეგმვას.