მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის გახსნის ცერემონიაზე, აკადემიამ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია „ბი თი ელთან”.
ხელშეკრულების მიზანია ტურიზმის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პრაქტიკული პროექტისა და საწარმოო პრაქტიკის მოდულების სწავლის შედეგების მიღწევა, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო ექსკურსიისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით ჯგუფის უზრუნველყოფა.
მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევაში და ტურიზმის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში.