მიმდინარე წლის 9 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და წმინდა გიორგის სახელობის ამერიკულ უნივერსიტეტს (Georgian International University) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, პროგრამების განხორციელებასა და საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევას. მხარეებმა ასევე, ისაუბრეს ამერიკის ეკონომისტთა საზოგადოებაში აკადემიის გაერთიანებისა და შემდგომი თანამშრომლობის პესრპექტივების შესახებ.
სტუმრები გაეცნენ SBA-ის ინფრასტრუქტურას, მოიწონეს აკადემიის დამფუძნებლებისა და ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა. ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს მსგავსი დაწესებულებების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.