2019 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ქალბატონი, შორენა ხუბუნაია შეხვდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ პერსონალს. შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა:
✅სასწავლო პროცესის მიმდინარეობა
✅კალენდარული გეგმებისა და პორტფოლიოების წარმოება
✅განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების მიმდინარეობა
✅სასწავლო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებული გამოწვევები
👌ხარისხის მართვის სამსახური თვეში ორჯერ მოაწყობს გაერთიანებულ შეხვედრას მოდულის განმახორციელებელ პირებთან და განიხილავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.