2017 წლის 21 ივნისს, რედისონ ბლუ თბილისში კოკა-კოლა (თურქეთ) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ქალთა გაძლიერება ბიზნესში, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე.
შეხვედრა გახსნა ერიკა კვაპილოვამ. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში.
პრეზენტაცია კოკა-კოლას მდგრადობის სტრატეგია და ქალთა გაძლიერების პოლიტიკაზე წარმოადგინა კოკა-კოლა (თურქეთის) გლობალური მდგომარეობისა და პარტნიორებთან კომუნიკაციის მენეჯერმა, აიდან ოლცერმა.
გაიმართა დისკუსია მდგრადი ბიზნესის მეშვეობით. საქართველოში ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიდგომებზე და იდეებზე.
დაისახა მომავალი სამოქმედო გეგმები.